- პროექტის სახელი: ელექტრული ხელსაწყოები;
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების შექმნასა და განვითარებაზე და გამოიკვლევენ მათ გავლენას საზოგადოების განვითარებაზე.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ თემა “ელექტრული დენი”. პროექტი საშუალებას იძლევა სწავლების პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები და შესაბამისად გაინაწილონ ფუნქციები. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს დავალებას სხვადასხვა ელექტროხელსაწყოს შესახებ მოიპოვონ ინფორმაცია-მათი შექმნის, განვითარებისა და მოქმედების პრინციპის თაობაზე. ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენონ -კავშირი ელექტროტექნიკის მაღაზიებთან, მაღაზიების ტექნიკურ მენეჯერებთან, ასევე ისარგებლონ ინტერნეტით. ტექნიკის განვითარების ნათლად წარმოსადგენად თვითონ გადაიღონ სურათები და მოიძიონ ინფორმაცია ნებისმიერი ერთი სახის ტექნიკის ძველ და ახალი სახის მოდელზე და დაამყარონ ხარისხობრივი კავშირი( მაგ. მაცივრის საბჭოთა და თანამედროვე მოდელი). მოაწყონ პრეზენტაცია ფართო აუდიტორიის წინაშე. შესაძლებლობის შემთხვევაში შეიძლება წარმოადგინონ ფიზიკურადაც ელექტროტექნიკა. ანდა მოლაპარაკების შემთხვევაში პრეზენტაცია შეიძლება ინტერვიუერ ელ।ტექნიკის მაღაზიაში გაიმართოს.
- მონაწილეთა ასაკი: 16 წლის.
- ვადები/ხანგრძლივობა: პროექტი არის მოკლევადიანი და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სურათების გადაღება და მოძიება ინტერნეტში. მცირე სტატიების მომზადება, ინტერვიუ ელექტროტექნიკოსთან. შესაბამისი მასალებით პრეზენტაციის მოწყობა. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, კლასიფიკაციის, მონაცემთა ანალიზის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.
- სარგებელი სხვებისათვის: პროექტი დაეხმარება მსმენელ აუდიტორიას მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
- სამუშაო ენა: ქართული ენა.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფლობენ ელექტრული დამაგნიტური მოვლენების კვლევის უნარს და შეუძლიათ დაამყარონ კავშირი: მეცნიერული აღმოჩენები ფიზიკაში- ყოველდღიურობასთან. ისტ–ში – განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარები.ჯგუფური მუშაობის, პროექტებზე მუშაობის უნარი.
- პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან შარიქაძე
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: qetevanshariqadze@gmail.com
- პროექტის გვერდი/ბლოგი:qetevanshariqadze.blogspot.com
среда, 21 июля 2010 г.
ქეთევან შარიქაძე
Подписаться на:
Сообщения (Atom)